Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 751 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 361 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 390 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 281 145-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.69 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.60 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 298 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 272 899-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 773 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 57, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447, საიდანაც: 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 770, აჭარაში – 208, იმერეთში – 289.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 326 პირი, მათ შორის, თბილისში – 140, აჭარაში – 35, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში – 2, იმერეთში – 6. 214 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 175 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 263 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 152, ხოლო აჭარაში – 16. სულ 6 ოქტომბრიდან – 29 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 879 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 922 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 502 პირი, აჭარაში – 995, იმერეთში – 1036.