ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი ადამიანებს სექსის დროს პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს,_ ამის შესახებ CNN-ი წერს.
ასევე ჯანდაცვის დეპარტამენტი, ადამიანებს კორონავირუსის პანდემიის დროს სექსთან დაკავშირებული, ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინებისკენ მუწოდებს.
,,მოვუწოდებთ საზოგადოებას, შეძლებისდაგვარად დარჩენ სახლში და მინიმუმადე შეამცირონ კონტაქტების წრე, თუმცა გამოიჩინონ კრეატიულობა, ვინაიდან სექსუალურ ცხოვრებაზე უარის თქმა არასწორია.
ჩვენს მიერ განახლებული რეკომენდაციის მიიხედვით სექსის დროს საჭიროა პირბადის გამოყენება, ვინაიდან კორონავირუსის გავრცელების რისკს ამცირებს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსი განავალში და მამაკაცის სპერმაში, მას შემდეგაც კი, როცა მამაკაცებმა დაიწყეს გამოჯანმრთლება. ეს ნიშნავს, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ ვირუსი სქსეობრივი გზით გადადის, თუმცა ამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არის.
ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ აბსტინენცია ინფექციის ყველაზე დაბალი რისკის მატარებელია, ბევრისთვის კი, ეს არარეალური მოსაზრებაა. შეიძლება დაავადებას ჰქონდეს მზაკვრული ფსიქოლოგიური ეფექტები იმ დროს, როდესაც ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარეაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეებით“,_ აცხადებენ ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტში.