ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს ეხება.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.
სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას”,_ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინში ექიმმა კორონავირუსზე შემოწმებისას პაციენტი სექსუალურად შეავიწროვა.