ასტროლოგების აზრით, მთვარე, რომელიც ზოგადად ქალური ენერგეტიკის მატარებელი პლანეტაა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ვიზუალური იმიჯის ფორმირების საკითხზე. აქედან გამომდინარე, სასურველია, ვარცხნილობის შეცვლის ან ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურის დროს სპეციალური ასტროლოგიურ სილამაზის კალენდარს გაეცნოთ, რომელიც მთვარის ფაზებზე დაყრდნობითაა შემუშავებული.
თმის შეჭრა კარგია 12, 13, 15, 19, 20, 22, 25, 26, 29 სექტემბერს
მასაჟისა და სპა პროცედურებისთვის 10-13 სექტემბერია შესაბამისი
შეღებვა ეფექტს მოგცემთ 25-29 სექტემბერს.
მელირება–ტონირება 25, 26, 29 სექტემბერი.
ეპილაციისთვის კარგია 17, 18 სექტემბრის პერიოდი.
სახის წმენდის პროცედურა ჯობს 11, 12, 19, 23 სექტემბერს ჩაატაროთ.
თმის სამკურნალო/აღმდგენი პროცედურებით 12, 13, 19, 22, 27-29 სექტემბერს დაკავდით.
კოსმეტიკური პროცედურებისა და პლასტიკური ქირურგიისთვის საუკეთესო დღეებია: 9, 11, 14, 16, 20, 21, 23, 24, 30 სექტემბერი.