ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი მცენარეა სექვოია. ეს მედიდური გიგანტები ათასწლეულობის განმავლობაში იზრდებიან და დღეს დედამიწაზე ყველაზე მაღალ მცენარეებს წარმოადგენენ.
გიგანტური სექვოია კვიპაროსის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ათეულობით მეტრზე ცაში აწვდილი მათი “სხეული” უნებურად აღფრთოვანებას იწვევს.
ყველაზე “მოხუცი” სექვოიას ასაკი 3.5 ათას წელზე მეტია.
სექვოიას საშუალო სიმაღლე 60 მეტრია, გვხვდება გიგანტებიც, რომელთა სიმაღლე 90 მეტრს აღწევს. მსოფლიოში არსებობს 50-მდე სექვოია, რომელთა სიმაღლეც 105 მეტრს აღემატება.
პლანეტაზე ყველაზე მაღალი ხეა სექვოია “ჰიპერიონი”, რომლის სიმაღლე 115.5 მეტრია. გიგანტი რედვუდის ნაციონალურ პარკში იზრდება (სან-ფრანცისკო).
არსებობს სექვოიას საინტერესო ნაირსახეობაm – სექვოიადენდრონი, რომელიც შედარებით დაბალია, მაგრამ გამოირჩევა ღეროს უფრო დიდი დიამეტრით. სექვოია “გენერალ შერმანის” დიამეტრი 11.1 მეტრია. ხის მოცულობა 1487 კვადრატულ მეტრს შეადგენს.