17-18 ივნისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) მასპინძლობს. ორი დღის განმავლობაში ასოციაციის მომხმარებელთა და საცალო ბაზრების კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრები და შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ენერგეტიკის სექტორში მომხმარებელთა უფლებებზე, მომსახურების ხარისხზე, ბაზრის მონიტორინგსა და კომუნიკაციის სტრატეგიაზე. შეხვედრას გახსნის სემეკის წევრი მაია მელიქიძე.
შეხვედრაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სემეკი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. (R)