საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარეთა შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა.
მაია მელიქიძემ წყალმომარაგებისა და ელექტროენერგეტიკის სექტორების რეგულირების შედარებითი ანალიზის შესახებ ისაუბრა. ამასთანავე, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს წყალმომარაგების სექტორის თავისებურებები, სატარიფო მეთოდოლოგია და არსებული გამოწვევები.
15-16 აპრილს მაკედონიაში, ქ. სკოპიეში გაიმართა ERRA-ს პრეზიდიუმის, თავმჯდომარეთა შეხვედრები და გენერალური ასამბლეა. შეხვედრების თემატიკას წარმოადგენდა ასოციაციის წევრი ქვეყნების გამოცდილებები და გამოწვევები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრებიც არიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები ევროპის, აზიის, აფრიკის ქვეყნებიდან, სამხრეთ და აღმოსავლეთ ამერიკიდან.
მაია მელიქიძე 2018 წლიდან ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის პრეზიდიუმის წევრია. (R)