სემეკმა პირველი მარტის საჯარო სხდომაზე განიხილა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საინვესტიციო პროგრამა მუხიანი II-ში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების თაობაზე.
წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდება მუხიანი II-ის წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებების რაოდენობა, შესაბამისად შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვების რაოდენობა და არეალი. დამონტაჟდება 3 წნევის რეგულატორი, 30 ჩამკეტი ურდული, მოეწყობა 11 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.
კომისიამ მუხიანი II-ში არსებული პრობლემური საკითხის შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო. გარდა ამისა, დასახლებაში სასმელი წყლის ხშირი წყვეტების გამო, მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა კომისიის Facebook გვერდზე და ქოლ ცენტრშიც.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე _ 16 216, ისე სემეკის Facebook გვერდზეც. (R)