საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მესამე პროექტი იწყება. პროექტის _ „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ გახსნის ცერემონია 11 აპრილს, 11:00 სთ-ზე, ქ.თბილისის საკრებულოში გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან სემეკის, სამთავრობო უწყებების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, საფრანგეთის, საბერძნეთის მარეგულირებელი კომისიების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ევროკავშირის მიერ 1 200 000 ევროს ოდენობით დაფინანსებული პროექტის მიზანია დაეხმაროს სემეკს მომსახურების ხარისხისა და მიწოდების საიმედოობის წამახალისებელი რეგულირების, ასევე ჭკვიანი აღრიცხვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების პროცესში, საქართველოში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით. (R)