სენაკის მუნიციპალიტეტის მერი გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
“მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
სამძიმარს ვუცხადებ ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ოჯახების წევრებს, ახლობლებს, კოლეგებს”,– წერს სოციალურ ქსელში სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია.
ცნობისთვის, დღეს, გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა.
ავტორი