სენაკის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.
როგორც ადგილიდან “გურია ნიუსის”ჟურნალისტი იტყობინება, დაიტბორა ეზოები. ამასთან, წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში ადიდებულმა მდინარემ წაიღო საავტომობილო ხიდი.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ჯერჯერობით, უცნობია, ზარალის ზუსტი ოდენობა.
ავტორი