სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ექიმ-კარდიოლოგის , თემურ ფოჩხუას გარდაცვალებას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.
„მინდა დიდი გულისტივილი გამოვთქვა სენაკის საპატიო მოქალაქის, კვალიფიციური ექიმ-კარდიოლოგის, თითოეული სენაკელისთვის მზრუნველი და დაუღალავი ექიმის, თემურ ფოჩხუას გარდაცვალების გამო. მისი სახით სენაკმა დაკარგა ღირსეული და საამაყო მოქალაქე, კიდევ ერთი გამორჩეული შვილი. ამ დიდ დანაკლისს ვუსამძიმრებ სენაკს, ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს“,- წერს ვახტანგ გადელია.
ცნობისთვის, ექიმის გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება.