სენაკში, ელიავას ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ პროტესტის ნიშნად დღეს სამოქალო აქტივისტმა აპოლონ გარუჩავამ ავარიულ გზაზე ხალიჩა დააგო.
როგორც “გურია ნიუსს” გარუჩავამ განუცხადა, “რამდენიმე თვეა, რაც გაზმომარაგების კომპანიამ დაზიანებული მილის გამო, გზა გადათხარა და მას შემდეგ ისე დატოვა”.
დეტალების გარკვევას “გურია ნიუსი” გაზმომარაგების კომპანია “გასკო +ში” შეეცადა. როგორც მისმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პაჭკორიამ სააგენტოს განუცხადა, ელიავას ქუჩაზე ერთ-ერთი მილიდან გაზი ჟონავდა, რის გამოც საჭირო გახდა აღნიშნული სამუშაოების შესრულება.
ამასთან, როგორც პაჭკორიამ განმარტა, აღნიშულ მონაკვეთზე გზას უახლოეს დღეებში დააგებენ.