დღეს დილით, სენაკში, სოფელ კოტიანეთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავარდა.
“ორი დაშავდა. სხვა დეტალები უცნობია”,-გვეუბნება წყარო.
ჩვენი ინფორმაციით, ორივე დაშავებული გადაყვანილია სენაკის “არქიმედეში”.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” არკვევს.






























































