შეიძლება თუ არა, ბოსტნეულის სალათით ორგანიზმის გასუფთავება? რასაკვირველია შეიძლება და ქვემოთ, ასეთი სასარგებლო სალათის რეცეპტია მოცემული:
ინგრედიენტები:
პომიდორი ჩერი – 12 ცალი
კიტრი – 1 ცალი
ყველი ფეტა – 10 კუბიკი
ხახვი – 1 პატარა თავი
ოხრახუში – 1 კონა
ავოკადო – 1 ცალი
ზეითუნის ზეთი – 1 ს. კ.
წითელი ღვინის ძმარი – 1 ს. კ.
პილპილი – გემოვნებით
მომზადება:
ჯერ უნდა გარეცხოთ ყველა პროდუქტი > გაფრცქვნათ კიტრი, ავოკადო და ხახვი > დაჭრათ მწვანილი წვრილად, ხახვი – რგოლებად, კიტრი და ავოკადო კუბიკებად, ხოლო პომიდორი შუაზე გაჭერით, რომ სანელებლების გემო გაუჯდეს.
აიღეთ სალათის თასი > პირველ ფენად, პომიდორი მოათავსეთ, შემდეგ: ხახვი, კიტრი და ოხრახუში > მოურიეთ კოვზით და შეანელეთ ძმრით და ზეთით > ბოლოს, დაამატეთ ავოკადო და ყველი (თანაბრად გაანაწილეთ ზედაპირზე და არ მოურიოთ).
მოაყარეთ პილპილი.