„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სენაკში ერთ-ერთი კლინიკის ექიმს კორონავირუსი დადასტურდა _ აღნიშნული ინფორმაცია სენაკის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრშიც დაადასტურეს.
მათი თქმით, ინფიცირებულთან კონტაქტირებული ოჯახის წევრები გადაყვანილნი არიან კარანტინში.
მიმდინარეობს სხვა კონტაქტირებულების მოძიება და გადაჰყავთ თვითიზოლაციაში.
დამატებით დეტალებს „გურია ნიუსი“ ამ წუთებში არკვევს.