ავტორი
Developed By Web Features 2024 © All rights reserved
სენაკში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ- ერთ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.
“გურია ნიუსის” წყაროს თქმით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა.
“დამწვარია მაღაზიის მცირე ნაწილი. სახანძროები მალე მოვიდნენ და მოხდა გადარჩენა, თორემ არსებობდა საშიშორება, ბინებს გადადებოდა. რა ზარალი მიადგა მეპატრონეს, უცნობია”,-ამბობს წყარო.
ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედები მიმდინარეობს.
ავტორი
Developed By Web Features 2024 © All rights reserved