“გურია ნიუსის” წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, სენაკში კაცი დაჭრეს.
ჩვენი წყაროს თქმით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა, სავარაუდოდ,ცივი იარაღით მიაყენეს.
დაჭრილი ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც “გურია ნიუსს”შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ ცხელ კვალზე 1 პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.


































































