სენაკში, სოფელ ნოსირში ბოხუების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
როგორც მერის წარმომადგენელი ამ სოფელში, გოგა ქორიძე “გურია ნიუსთან” ამბობს, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
დაზარალებულ ოჯახს მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ხანძარი, დაახლეობით, ერთი საათის წინ გაჩნდა. ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად ელექტროგაყვანილობა სახელდება.
[sexy_author_bio]