სენაკში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით დაახლოებით 16 მოსწავლე და 2 მასწავლებელი დაინფიცირდა. ინფორმაციას ადასტურებენ სენაკის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში.
სკოლები, რომელშიც ინფიცირებული მოსწავლეები სწავლობდნენ, არ დახურულა.
როგორც რესურცენტრში განმარტავენ, კლასები, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.