„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, სენაკში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა.
წყაროს თქმითვე, მეცხრე კლასის მოსწავლე ამდროისთვის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
ინფორმაცია „გურია ნიუსს“ სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, კლასი, რომელშიც მოსავლე სწავლობდა, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა. ცნობისთვის, ბოლო ორი კვირის განავლობაში, სენაკში სულ 33 მოსწავლე დაინფიცირდა.
[sexy_author_bio]