მეორე დღეა, სენაკში 27 წლის მამაკაცს ეძებენ.
როგორც დაკარგულის, დათო შუბლაძის ოჯახის ერთ-ერთი წევრი “გურია ნიუსთან” აცხადებს, ის ბოლოს გუშინ, დღის ორ საათზე, ქალაქში ნახეს.
სად შეიძლება წასულიკო ახალგაზრდა, ოჯახს არანაირი ვერსია არა აქვს.
ისინი საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.
მათივე ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე