სენაკში, სოფელ ნოსირის მკვიდრს,რაულ დგებუაძეს ეძებენ.
როგორც “გურია ნიუსს”დაკარგულის შვილმა, საბა დგებუაძემ განუცხადა, მამამისი ბოლოს 22 იანვარს, გვიან ღამით ნახეს ნოსირის ტერიტორიაზე და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.
მისივე თქმით, საქმეში უკვე ჩართულია პოლიციაც. ოჯახს არანაირი ვერსია არა აქვს, სად შეიძლებოდა წასულიყო 65 წლის მამაკაცი.