სენაკში მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. შეგახსენებთ ,მკვლელობა გვიან ღამით, ნაროუშვილის ქუჩაზე მოხდა. 45 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობები ქმარმა ცივი იარაღით მიაყენა. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს .
Developed By Web Features 2024 © All rights reserved