სენაკში საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. სხდომა უკვე მესამედ, ერთი კვირით გადაიდო.
ინფორმაციისთვის, დღეს გამართულ სხდომაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” გახარიას პარტიას საკუთარი ხმები შესთავაზა იმისთვის, რომ მათ თავმჯდომარეობის კანდიდატი დაესახელებინათ, მაგრამ პარტია “საქართველოსთვის” შეთავაზებას არ დათანხმდა.
სულ საკრებულოს 33 წევრი ჰყავს, აქედან 16 “ქართული ოცნებიდან”, 13 -“ნაციონალური მოძრაობა” და 4 წევრი -პარტია “საქართველოსთვის”, თუმცა ამ პარტიიდან ერთმა უარი თქვა საკრებულოს წევრობაზე.
[sexy_author_bio]