სენაკში საპროტესტო აქცია,რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია “ქუჯის” წარომადგენელი და სამოქალაქო აქტივისტი, გიგა გარუჩავა მართავდნენ, დროებით შეწყდა.
მათ რამდენიმე წუთის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები -ნუკრი ხასია და დავით ვერავა შეხვდნენ .მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ დაელოდებიან 15 რიცხვს, როდესაც დასრულდება აუქციონი. როგორც წულეისკირი ამბობს, მან საკითხების 70%-ზე მათთვის სასარგებლოპასუხები მიიღო და პირობაც, რომ ნაგებობას პროფილი შეუნარჩუნდება.
ცნობისთვის, გუშინ, სენაკში, პროტესტის ნიშნად, არასამთოვრობო ორგანიზაცია “ქუჯის” წარმომადგენელმა პირი ამოიკერა. ბესიკ წულეისკირი ძველი საავადმყოფოს შენობის აუქციონზე გატანას აპროტესტებს და ითხოვს, შენობას დაუბრუნდეს პირვანდელი ფუნქცია.
ავტორი