სენაკში, შეროზიას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ოჯახმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა დროულად შეძლო.
ხანძრის შედეგად დამწვარია საოჯახო ნივთებიც და ავეჯიც.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი , ამ დრომდე, უცნობია.
დაზარალებულ ოჯახს სენაკის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ავტორი