Სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით, დარეგისტრირდა განცხადება, რომ შონიას ქუჩას ბახვა ჩიქობავას სახელი ეწოდოს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრი მირანდა მირცხულავა ავრცელებს.
“უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დღეს ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით ჩვენი ქალაქი გლოვობს! გლოვობს ოკუპანტების მიერ მოკლულ ჩვენი ქალაქის საამაყო შვილს, ჩვენი ქვეყნის გმირს _ ბახვა ჩიქობავას.
ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით, Სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირდა განცხადება, ქალაქ Სენაკში, ნ. Შონიას ქუჩას, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა ბახვა ჩიქობავა, ეწოდოს რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპანტების მიერ მოკლული, ჩვენი ქვეყნის გმირის _ ბახვა ჩიქობავას სახელი. განცხადება საკრებულოს სრულფასოვანი მუშაობის აღდგენისთანავე იქნება განხილული”, _ წერს მირცხულავა.
ცნობისთვის, ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა 19 მარტს, უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა. ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ყოფილი უფროსი იყო.