სენაკში ცოტა ხნის წინ ტაქსის სალონში დაგროვილი გაზი აალდა.
,,გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი – მძღოლი და ერთი მგზავრი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.


































































