სენაკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული მასშტაბური პროგრამის -,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, რეაბილიტირებულ მრავალფუნქციურ რეკრეაციულ ზონაში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია სკვერის ინტერიერი, დაზიანებულია სენაკის მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადი. ასევე, ამორტიზირებულია პარკში არსებული გარე ტრენაჟორები.