ტელეკომპანია ,,მთავარის“ თანადამფუძნებლის, გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში გამოეხმაურა.
,,ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებს ის ამ ნაბიჯს, სენატორი რიში აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.
ამერიკელი სენატორი, ასევე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს
,,მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული, დღეს ბატონი გიორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა, არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის დეპოლიარიზების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა, ასევე უნდა შეუწყალოს ბატონი რურუა.
მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი, რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედებენ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე“ ,– აცხადებს სენატორი რიში
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.