ბრაზილიის პრეზიდენტის მოკავშირეს, სენატორ ჩიკო როდრიგესს პოლიციამ საცვლებში, დუნდულებს შორის დამალული ფული უპოვნა. ამის შესახებ ინფორმაციას irishtimes ავრცელებს.
სენატორს სახლის ჩხრეკისას დაახლოებით 30,000 რეალი (4500 ევრო) ნაღდი ფული აღმოუჩინეს და ჩამოართვეს.
როდრიგესმა უარყო დანაშაული, მაგრამ პრეზიდენტმა იგი გაათავისუფლა სენატის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, მას შემდეგ რაც პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დეტალები ეროვნული დაცინვის საგანი გახდა.
ცნობისთვის, პოლიცია იძიებს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას.