ვერძი
მარტოხელებისთვის: ახალი რომანტიკული ნაცნობობაც გელით და ყოფილიც ეცდება თქვენ დაბრუნებას. თვის ბოლომდე გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება, ვის მიანიჭოთ უპირატესობა.
რჩევა: ჯობია, ცოტა ხანი ყველასგან დაისვენოთ. გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებთ. ახლობლების რჩევასაც დაუგდეთ ყური.
დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მოგინდებათ მზრუნველობისა და სიყვარულის გამოხატვა. შეიძლება დღეში ათჯერ მაინც გაუგზავნოთ სასიყვარულო გზავნილი.
რჩევა: გაფრთხილდით, ასე უფრო არ გააქციოთ ის თქვენგან.
კურო
მარტოხელებისთვის: სექტემბერში შეიძლება დაფიქრდეთ, რომ ზაფხული დასრულდა და არც საკურორტო რომანი გქონიათ და ზამთარსაც მარტო ხვდებით. სანამ მარტო ხართ, დრო საკუთარ განვითარებას, ჰობის დაუთმეთ.
რჩევა: როცა ბედნიერება კარზე მოგიკაკუნებთ, საყვედურებით ნუ აავსებთ: “აქამდე სად იყავი”. გაუღიმეთ და შინ შეიპატიჟეთ.
დაწყვილებულებისთვის: ბარიკადების სხვადასხვა მხარეზე აღმოჩნდებით და ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მას არც კი იცნობთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას.
რჩევა: მისგან წასვლა ცუდი იდეაა. დაკარგვა ადვილია, პოვნა კი – ძნელი. ეს თავადაც იცით. იზრუნეთ ურთიერთობის აღდგენაზე. რომანტიკული შემოდგომა დაგეგმეთ.
ტყუპი
მარტოხელებისთვის: თვის დასაწყისი უღიმღამო და ნაღვლიანი მოგეჩვენებათ, წარუმატებელი პაემანი კი საბოლოოდ გაგიფუჭებთ განწყობას. მეტად უნდა მოინდომოთ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელზე კარგი გავლენა რომ მოახდინოთ.
რჩევა: სასურველია, ახალგაცნობილთან საერთო ინტერესები გქონდეთ. თუ ცა და დედამიწასავით განსხვავდებით, ერთად დიდხანს ვერ გაჩერდებით.
დაწყვილებულებისთვის: შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ საყვარელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ ან მისმა ქცევამ გაგანაწყენოთ. ურთიერთობების გადახედვა მოგინდებათ.
რჩევა: ჩხუბით გაბზარულ გულს ვერ შეაერთებთ. უნდა მოუსმინოთ, გაუგოთ და დაეხმაროთ.
კირჩხიბი
მარტოხელებისთვის: ცივი ამინდების დაწყებისთანავე მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან თბილი ჩახუტება. თუ ჯერ ვერ შეხვდით იმ ერთადერთს, სიყვარული თქვენს ოჯახს გაუზიარეთ.
რჩევა: ნუ განიცდით და გამოიგლოვებთ საკუთარ თავს, რომანტიკა აუცილებლად მოვა თქვენს ცხოვრებაში.
დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა და შექება შეუძლებელს შეგაძლებინებთ. თუ პარტნიორი დაკავებულია, ნუ გაიქცევით სხვასთან სიყვარულისა და დროსტარებისთვის.
რჩევა: პირდაპირ უთხარით თქვენს მეორე ნახევარს, რიმ მზრუნველობა, მოსმენა და მხარდაჭერა გაკლიათ.
ლომი
მარტოხელებისთვის: ნუ ჩაერთვებით კონკურსში იმ მამაკაცის გულის მოსაგებად, ვისზეც ქალების მთელი გუნდი იბრძვის. არ ღირს. უმჯობესია, მამაკაცი გაისარჯოს თქვენი გულის მოსაგებად.
რჩევა: საბედნიეროდ, რომანტიკული თავგადასავლები წინ გელოდებათ. ახლა კი დრო და ენერგია საკუთარი თავის განვითარებას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმეთ.
დაწყვილებულებისთვის: გილოცავთ, რომანტიკა დაბრუნდა თქვენს ცხოვრებაში. საყვარელი ადამიანი თავს სასურველად გაგრძნობინებთ. საქმეები და კარიერა მეორეხარისხოვანი გახდება და მთელ დროს მეორე ნახევარს დაუთმობთ.
რჩევა: აიღეთ შვებულება და საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა მოიწყვეთ. ეს კიდევ უფრო დაგაახლოებთ და რომანტიკულს გახდის თქვენს ურთიერთობას.
ქალწული
მარტოხელებისთვის: პირადი ცხოვრება, როგორც ყოველთვის, მეორეხარისხოვანი გახდა სამსახურში დაგროვილი საქმეების გამო. ახლა კარიერაზე უფრო მეტს ზრუნავთ, ვიდრე დაოჯახებაზე.
რჩევა: არავინ უნდა მოგაცდინოთ იმ საქმისგან, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, სიბრალულითა და პრეტენზიებით.
დაწყვილებულებისთვის: საქმეების გამო საყვარელ ადამიანს ხშირად ეტყვით უარს პაემანზე ან დროის ერთად გატარებაზე. ეს კი არასწორი საქციელია და ცუდად იმოქმედებს თქვენზე.
რჩევა: სამსახური არსად გაიქცევა, გაქცეული საყვარელი ადამიანის შემორიგება კი ძვირი დაგიჯდებათ.
სასწორი
მარტოხელებისთვის: სექტემბერში ყველაფრისთვის მოიცლით, რომანტიკის გარდა. უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი, გადასაკეთებელი. თქვენი ახლებური მდგომარება ისე მოგეწონებათ, რომ თვის ბოლოს გამოჩენილ მამაკაცს ყურადღებას არც კი მიაქცევთ.
რჩევა: ის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხართ, თქვენგან შორს არ წავა. მოიცდის, სანამ გაგიმძაფრდებათ მის მიმართ ინტერესი.
დაწყვილებულებისთვის: გაურკვევლობა და გაბუტვა გახშირდება. შეიძლება სრულიად უმიზეზოდ მოგინდეთ ერთმანეთთან განშორება. გადახედეთ თქვენს ურთიერთობას. იქნებ ჯობია, ყველაფერი გამოასწოროთ.
რჩევა: რაც უფრო მეტს დაუმალავთ საყვარელ ადამიანს, მით ცუდია თქვენთვის. იქნებ ერთად მოიფიქროთ, როგორ უნდა შეინარჩუნოთ ურთიერთობა.
მორიელი
მარტოხელებისთვის: თვის დასაწყისში მკვეთრად იგრძნობთ რომანტიკის ნაკლებობას. ამის გამო შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ ურთიერთობებს, იმ მამაკაცს, ვისთანაც მაინცდამაინც კარგად ვერ გრძნობდით თავს.
რჩევა: თუ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება არ გსურთ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოიფიქროთ. სთხოვეთ თქვენი კრედიტების გადახდა ან მდიდრული ქორწილის გადახდა და ძვირად ღირებულ კურორტზე დასვენება.
დაწყვილებულებისთვის: თქვენი ურთიერთობა ამერიკულ მთებს დაემსგავსა. საყვარელი ადამიანის მიმართ ზედმეტად ცივი ხართ, ის ზედმეტად ემოციურია. ურთიერთპრეტენზიები კი არ გელევათ.
რჩევა: საყვარელი ადამიანის გრძნობებს მეტად ფაქიზად უნდა მოეპყრათ. კარგი იქნება, თუ შვებულებას გაატარებთ ერთად ან უქმეებს მაინც. ასე რომანტიკას დაიბრუნებთ ურთიერთობაში.
მშვილდოსანი
მარტოხელებისთვის: თავად კი იბრძვით მისი გულის მოსაგებად, მაგრამ ის პასიურობს. თუ ხვდებით, რომ მის გარეშე სუნთქვა გიჭირთ, იქნება ტაქტიკა შეცვალოთ რომ მეტად მიახვედროთ, მასთან დაწყვილება რომ გსურთ.
რჩევა: გამოავლინეთ ინტერესი მისი გასართობისადმი. თავად კი სერიოზულ ადამიანად დაანახვეთ თქვენი თავი.
დაწყვილებულებისთვის: თითქოს შეყვარებულობის პერიოდს დაუბრუნდით. კვლავაც გსიამოვნებთ ერთმანეთისთვის რომანტიკული სიურპრიზების მოწყობა.
რჩევა: ეცადეთ, ეს განწყობა დიდი ხნით შეინარჩუნოთ.
თხის რქა
მარტოხელებისთვის: შეიძლება სექტემბერში შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ადრე რომანტიკული ურთიერთობა გაკავშირებდათ. თუ მისი დანახვაც კი გულს გტკენთ, ცოტა მოითმინეთ, მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი რომანი დაიწყება.
რჩევა: წარსული წარსულში უნდა დარჩეს. დატკბით მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებით, მაგრამ მათ აწმყოში ნუ დააბრუნებთ.
დაწყვილებულებისთვის: ურთიერთობაში შეამცირეთ საყვარელი ადამიანის კონტროლი და აიმაღლეთ რომანტიკული განწყობა. ერთად გატარებული უქმეები საინტერესოდ ჩაივლის.
რჩევა: მოიფიქრეთ გასართობი, რომელიც კიდევ უფრო დაგაახლოებთ.
მერწყული
მარტოხელებისთვის: რომანტიკული შეხვედრები, ვნება და სასიამოვნო ემოციები გელით სექტემბერში. ეცადეთ, პარტნიორის სიტყვები ხშირად გადაამოწმოთ, მერე იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ.
რჩევა: ვნება და ემოციები კარგია, მაგრამ ის ხომ მაინც უნდა იცოდეთ, ვინაა თქვენ გვერდით.
დაწყვილებულებისთვის: ახალი ემოციები და ენერგია გჭირდებათ, რომ არსებული კავშირი გადაარჩინოთ. მეტად უნდა მოინდომოთ, რომ გახალისდეთ, ძვირფასები გახდეთ ერთმანეთისთვის.
რჩევა: გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, ექსკურსიაზე მაინც. სუფთა ჰაერზე გრძნობები კიდევ უფრო მეტად გაგიმძაფრდებათ.
თევზები
მარტოხელებისთვის: ახალგაცნობილებთან სიფრთხილეს იჩენთ და ეს კარგიცაა, მხოლოდ გამოცდილი ადამიანის ბადეში უნდა გაებათ.
რჩევა: არანაირი ერთი ნახვით შეყვარება. მომთმენი და ერთგული ადამიანი გჭირდებათ გვერდით.
დაწყვილებულებისთვის: შეიძლება თქვენი მეორე ნახევარი ეჭვიანობითა და პრეტენზიებით ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას? ან თავად იქცევა საეჭვოდ და ასე თავისი ფარული კავშირის დამალვას ცდილობს?
რჩევა: ერთი სიტყვით, დიპლომატიური მოლაპარაკებები უნდა გამართოთ, რათა გაერკვეთ, რაში გადანაშაულებენ თქვენ და რა ხდება სინამდვილეში თქვენი საყვარელი ადამიანის თავს.
ავტორი