სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, პატრიარქი ირინეუსი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ REUTERS-ი წერს, რომლის შესახებაც ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ გიცნობდით. ისეთი დიდი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ, არასდროს ეძლევიან დავიწყებას”, _ წერს სერბეთის ლიდერი ინსტაგრამის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ 90 წლის სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
პატრიარქს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, რომლის შემდგომ ბელგრადის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს.