ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პროგრამით მოსარგებლეთა მცირე მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი ამ პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ხარვეზებია:
“მედიკამენტების პროგრამა, პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზეა გათვალისწინებული. ჩვენ მოდელირება ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე გავაკეთეთ, რომელსაც შეუძლია ამბულატორიული საჭიროებების 70%-ი დაფაროს. ამ პროგრამის შესაფასებლად მინიმუმ ნახევარი წლის მონაცემები გვჭირდება.
სულ ვამბობდი, რომ იანვრის ბოლოს მოგვეცემა საშუალება, ეს პროგრამა შევაჯამოთ. მისი მიღწევები, სუსტი მხარეები გამოვსახოთ და განვითარების გეგმები დავსახოთ.
რაც შეეხება მოსარგებლეებს _ 14 ათასზე ცოტა მეტმა ისარგებლა. ამის შესაძლებლობა ბევრად მეტს აქვს, მაგრამ ცოტა სარგებლობს.
რისკების შეფასება რამოდენიმე მიმართულებით გავაკეთეთ. ხომ არ იყო ადმინისტრირების ბარიერები. ამ მედიკამენტის საყიდლად პაციენტს რთული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა ხომ არ უწევდა” _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
“ალბათ, რეგიონებში უფრო მეტი უნდა მევლო და მედიკამენტების პროგრამის მნიშვნელობა პირადად განმემარტა”, _ აღნიშნავს სერგეენკო.