„წითელას აცრა ყველასთვის უფასო იქნება“,_აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.
ცნობისთვის, საქართველოში, იანვარში წითელას 335 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც, სპეციალისტები ეპიდაფეთქების შესახებ საუბრობენ და მოქალაქეებს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
„ის მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს, უკიდურესად საყურადღებოა. ამას ეწოდება ეპიდაფეთქება. გარანტირებული დაცვა, ასე ვთქვათ, ამ დაავადების გავრცელებისგან, არის ვაქცინაცია. ახლა ჩვენ პრობლემა გვაქვს 20-დან 40 წლის ასაკის ადამიანებში, მათში, ვისაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა გეგმიური ვაქცინაცია, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო, დიდწილად ეს არ ხერხდებოდა. 2008 წლის მდგომარეობისთვის, ეს იყო 1 მილიონი ადამიანი. იმ წელს ჩატარებული კამპანიის შედეგად ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, თუმცა მეორე ნახევრის ვერა და ამაში ნეგატიური წვლილი გარკვეულმა მედიასაშუალებებმა შეიტანეს“,_განაცხადა სერგეენკომ.