“ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დავით სერგეენკოს 32 მორიგი სესიიდან 25 სესია არასაპატიო მიზეზით გააცდინა.
როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტის გადაწყვეტილება გაეგზავნება პარლამენტის ბიუროს, ხოლო საბოლოოდ დასამტკიცებლად შემოდგომის პლენარულ სხდომაზე გავა.