სერგეი გავრილოვი აფხაზეთის “კეთილი ნების ელჩი” გახდა, _ აღნიშნულის შესახებ sova.news წერს.
მაუწყებლის ცნობით, აფხაზეთის “კეთილი ნების ელჩებად” წარმოდგენილია 20 ადამიანი _ 10 ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენელი და 10 _ რუსეთიდან.
“კეთილი ნების ელჩების” შემადგენლობაში დასახელდნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავჯდომარის მოადგილე სერგეი გავრილოვი, მომღერლები: ნიკოლაი ბასკოვი და ვალერია, პროდიუსერი ჯოზეფ პიგოჟინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბავშვთა უფლებების კომისარი ანა კუზნეცოვა და ა.შ.
“კეთილი ნების ელჩების” ინსტიტუტი შემოიღეს 2007 წელს. ყოველ სამ წელიწადში მისი შემადგენლობა იცვლება.
ელჩებს ევალებთ ჩაერთონ ჰუმანიტარულ პროექტებში, ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის სფეროებში.
ორგანიზატორების თქმით, “ელჩების” მისიაა მსოფლიოში აფხაზეთის იმიჯის შეცვლა, ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის მხარდაჭერა.