“სერგო თეთრაძე არც ნაწამები იყო და არც გაუპატიურებული”, _ ეს განცხადება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ, შაბათის კურიერში” გააკეთა. მისი თქმით, სერგო თეთრაძის თეთრაძის მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
“დადგენილია, რომ იქ არანაირი გაუპატიურება არ ყოფილა. აბსურდია, აბსოლუტური აბსურდია, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ერთი რამ, ეს ადამიანი, რომელიც იყო დაკავებული, არათუ ვინმეს შეეძლო წნეხის ქვეშ მოექცა, არამედ სასათბურო პირობებში უნდა ყოფილიყო, რომელიც უნდა გაცვლილიყო იმ პატიმრებში, რომელიც იმ დროს რუსეთის ციხეებში იმყოფებოდნენ.
სერგო თეთრაძე არც ნაწამები იყო და არც გაუპატიურებული. იმ კაცისთვის არავის უკადრებია ეს, ვერავინ აკადრებდა ასეთ დამამცირებელ მიდგომას. გამორიცხულია. ეს ვერსია გავიგე მედიიდან მაშინ. ამ მთავრობამაც ჩაატარა რაღაც პროცედურები და დაადგინა, რომ იქ არანაირ ძალადობას არ ჰქონდა ადგილი.
ის უნდა ყოფილიყო საუკეთესო პირობებში და ეს მოლაპარაკება თითქმის ბოლომდე იყო მისული და ჩვენ ამ რამოდენიმე პატიმრის სანაცვლოდ უნდა მიგვეღო ჩვენი ქართველი პატიმრები, რომლებიც რუსეთის ციხეებში იყვნენ. რომელი გიჟი გააკეთებს იმას, რომ კაცი, რომელიც აქ გყავს გასაცვლელად, წნეხის ქვეშ მოაქციო, როცა იცი, რომ მისი საპირწონე რუსეთის ციხეში ზის?” – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.