„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში შესაძლო ცვლილებების შეტანის ინიციატივას მიესალმება.
„მე მივესალმები ამას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობაც. განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული fake ნიუსებზე, ცილისწამებაზე. მაგალითად, საფრანგეთმა უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. გერმანიაც, თუ არ ვცდები, მუშაობს ამ მიმართულებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.