სეს-ის გურიის რეგიონიული სამსახურის უფროსად მოაზრებული ზაზა შალვა პეტრიაშვილი დღეს დილით გურიაში ჩამოვიდა. გავრცე;ლებული ინფორმაციის თანახმად ის სეს-ის უფროსს ზურაბ ჩეკურიშვილს უნდა წარედგინა, მაგრამ პეტრიაშვილი გურულებთან შესახვედრად მარტო მოვიდა.
თავდაპირველად იგი სოფელ მერიაში მექანიზაციის ცენტრში, აჭარა-გურიის აზიური ფაროსანას შტაბში მივიდა, სადაც არსებული ტექნიკა გადაიბარა. ამის შემდეგ მივიდა ის გურიის რეგიონულ სამსახურში, თუმცა თანამშრომლებს არ შეხვედრია. პეტრიაშვილი რამდენიმე პიროვნებასთან ერთად ცალკე ოთახში განმარტოვდა. როგორც გავიგეთ ის სეს-ის უფროსს ელოდება, რომელიც ამ წუთებში გურიაში მოემგზავრება.
„გურია ნიუსი“ ცდილობს ზურაბ ჩეკურიშვილთან და სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის ყოფილ უფროსთან ნინო შეწირულთან დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ.