დღეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოსს თანამშრომლები სასურსათო მაღაზიებში და სუპერმაკეტებში შემოწმებაზე იყვნენ.
სეს-ის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, მანანა ერქომაიშვილმა „გურია ნიუსთან“ საუბრის თქვა, რომ სრულად ამოიღეს სუპერმარკეტიდან და სასუსართო მაღაზიიდან „სოფლის ნობათის“ რძე და დალუქეს.
„გურია ნიუსი“ სუპერმარკეტ „მაგნიტში“ სეს-ის თანამშრომლების შესვლას დაესწრო.
როგორც ადგილზე მისულებმა ვნახეთ უკვე გაყიდვიდანაც ამოღებულია „სოფლის ნობათის“ რძე.
სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების შემოწმება სეს-ის გუშინდელი განცხადების შემდეგ გურიის გარდა დედაქალაქში და სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოში” (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.
როგორც გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.
სურსათის ეროვნული სააგენტოს შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში” (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) ინსპექტირების შედეგების შესახებ დამატებით განმარტავს, რომ იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა.
ინფორმაციისთვის, აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.