სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტირების ჯგუფმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზუგდიდში, რუსთაველის ქ. N96-ში მდებარე აგრარული ბაზარი – შპს ზუგდიდის სუპერმარკეტი (ს/ კ 219982400) არაგეგმურად შეამოწმა.
“სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ყველის და ხორცის სარეალიზაციო განყოფილებებში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო (ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია) ბიზნესოპერატორი განმეორებითობის პრინციპით 5000 ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული ობიექტი სააგენტომ მითითებების შეუსრულებლობის გამო უკვე მეხუთედ დააჯარიმა”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.































































