https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სესილია და ტალახი

12:06; 2.07.2022
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი “პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მსახიობებისათვის არის ცნობილი. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზებსაც უწყობენ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ, რომლებიც არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.

რეჟისორი ნანა ჯანელიძე იხსენებდა: “ნატვრის ხეს” ვიღებდით, უცებ ბატონმა თენგიზმა დაიძახა, “მზად არის”. დასტაცეს ასისტენტმა ბიჭებმა ხელი სესილია თაყაიშვილს და ჩასვეს ტალახში, ამაზე ირგვლივ სიცილ – ხარხარი ატყდა. თენგიზმა ისევ დაიძახა: “მატორ!“ სესილია ნამდვილი მსახიობი იყო. უცებ მონუსხა ყველა. იჯდა სესილია ტალახში, დასვრილ ხელებს ასავსავებდა, თითოეულ მათგანს თვალებში უყურებდა… მის თვალებში იკითხებოდა, აი, შენ ხარ დამნაშავე, შენც… უცებ თითქოს გაიყინა ყველა, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. იმდენად გასაოცრად, დამაჯერებლად გაითამაშა ეს სცენა, ერთი დუბლის მეტი არ დაგვჭირვებია.

რადგან ხელები დიდხანს ჰქონდა ტალახში, სცენის გადაღების შემდეგ საშინელი ალერგია დაეწყო. სთხოვდნენ ხელთათმანების ჩაცმას, მაგრამ არ გაუკეთებია, სამაგიეროდ, მის ხელებს ერთ წელიწადს მკურნალობდნენ, ინფექცია ჰქონდა შეჭრილი”.

ღორებთან დაკავშირებულ ერთ უსამოვნო ამბავს მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი ასე იგონებდა: “დონ კიხოტის” გადამღები ჯგუფი მთის ფერდობზე იდგა, მე და ჩემი ბატონი – ხევში. გამოუშვეს ღორები, უცებ კახი კავსაძე მეუბნება: შეხედე, ერთი, ეგებ შორიდან კარგად ვერ ვხედავ, ღორები ძალიან დიდები მეჩვენებიანო. დიდებიო? უზარმაზარი ღორები მორბიან ჩვენსკენ. “წაუწექით! წაუწექით!” ზემოდან დაგვძახის ბატონი რეზო ჩხეიძე. მე, ახალგაზრდა და გამოუცდელი, უფრო ადვილად გავბრიყვდი და მიწაზე დავწექი.

უეცრად საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ერთი ღორი ფეხზე დამახტა, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს კი მესამე. ცუდად გავხდი, პირი დავაღე და რაც შემიძლია, ვღრიალებ. მიშველეთ, მიშველეთ! “კარგია”. მამხნევებს შორიდან ბატონი რეზოს შეძახილი. კიდევ კარგი, კახი მიხვდა, რომ მართლა ცუდად იყო საქმე. ხმალი იშიშვლა და ღორებს დაერია, მოკლედ, შემთხვევით გადავრჩი. ბატონი კახიც რომ “ჩაწოლილიყო”, უეჭველად ორივენი დავიღუპებოდით, ყოველ შემთხვევაში, უყუროდ ან უცხვირპიროდ მაინც დავრჩებოდით”.

ბაადურ წულაძე იგონებდა: “მოკლემეტრაჟიან ფილმებს სამეულის შესახებ ძირითადად თბილისის შემოგარენში ვიღებდით. ყველაზე შორს კასპში გავდიოდით მანქანით. მე, კახა და ბერიკა – გადამღები ჯგუფი იქ ათენებდა ღამეს. ჩვენ ყოველთვის შინ ვბრუნდებოდით და დილით ადრე ისევ კასპში ვიყავით ხოლმე. არასოდეს ვიგვიანებდით.

ერთხელ. დილით ადრე მივდივართ კასპში და უცებ გზაში მანქანით მაგარი დამრტყმელი, ნაღდი თბილისელი ბიჭი ამირან დუმბაძე წამოგვეწია. მოგვიკითხა და ერთმანეთს მალე დავცილდით. ის წინ წავიდა. არ გასულა დიდი ხანი და ერთ-ერთ მოსახვევში მისმა მანქანამ გზა გადაგვიღობა. თავი ვერაფრით დავაღწიეთ – რესტორანში შეგვიყვანა. იქიდან ვინღა გამოგიშვებდა?! ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გადაღება კოლექტიურად ჩავშალეთ”.

ოთარ მეღვინეთუხუცესი იგონებს, “როცა ჩვენი სპექტაკლები და თბილისის “დინამოს” მატჩები ერთ დროს იწყებოდა, მაშინ უნდა გენახათ, რა დღეში ვიყავით. ყველა იმ მსახიობს ვუცდიდით მოუთმენლად, ვინც მოგვიანებით გამოდიოდა სცენაზე. ერთხელ ასეთი კურიოზიც მოხდა: ისე შევიდა კოტე მახარაძე როლში, იმის მაგივრად, რომ ეთქვა: “ კუბო საფლავში ჩაასვენეთო”, დაიყვირა – “კუბოკი ჩაასვენეთ საფლავში”. მას შემდეგ მართლაც აღარ გვინახავს ევროპის თასი”.

მედეა ჩახავა იგონებდა: “მახსოვს, ერთ-ერთ სპექტაკლში ასეთი ამბავი მომიწყო ეროსი მანჯგალაძემ. სპექტაკლში იყო მომენტი, როდესაც იგი სცენიდან უნდა გავიდეს. ამ დროს მე ვითომ ვეფერები, მაგრამ ეტყობა ნამეტანი მომივიდა, ეროსი დადნა და უცებ შემომყეფა. ამას რა თქმა უნდა არ ველოდი, უცებ დავიბენი, მაგრამ მდგომარეობა მალე გამოვასწორე და მეც კატასავით დავიკნავლე. არადა, თითქმის ყველამ ვიცოდით, რომ ეროსი აუცილებლად “იხიმანდრებდა”. კიდევ მოვეფერე, იქნებ, გავიდეს – მეთქი სცენიდან. ბოლოს, როგორც იქნა, კულისებში აღმოვჩნდით და ვუთხარი, ქალი რომ ვარ, არ უნდა დამითმო – მეთქი? მან მიპასუხა: მე კაცი ვარ და ამიტომ უნდა დამითმოო”.

მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი ავტობუსში, ტროლეიბუსსა თუ ტრამვაიში რომ ადიოდა, მგზავრებს უმალ სიცილი უტყდებოდათ ხოლმე. ეტყობა, მისი როლები აგონდებოდათ. ასე ემართებოდათ ქუჩაში მოსიარულეთაც.

ერთხელ სანდროს ახლობელს ახალგაზრდა სიდედრი გარდაეცვალა. დასტირიან მიცვალებულს ჭირისუფლები. შევიდა ჟორჟოლიანი სამძიმარზე და მოხდა სასწაული: აქა – იქ სიცილი გაისმა, თვით მიცვალებულის ახლობლებს შორისაც კი. გამოვიდა საწყალი გარეთ და ეზოს კუთხეში განმარტოვდა. მიუახლოვდნენ ნაცნობები და მეორე სასწაულის მოწმენი გახდნენ. ბატონ სანდროს ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის.

– რა მოხდა, ბატონო სანდრო, ცუდად ხომ არ ბრძანდებით?

– იმ ქალის გამომცხვარი ხაჭაპური მეც მიჭამია, სიდედრის კვალობაზე ტკბილი ქალი იყო და ორი კურცხალი კი ეკუთვნის ჩემგან.

– კი, მაგრამ, მეორე ორი კურცხალი? – არ მოასვენეს.

– მეორე ორი კურცხალი, ბიძიკოებო, მე მეკუთვნის, საკუთრად, სულ რომ იცინიან ჩემს დანახვაზე. მაგათ ჰგონიათ, სულ ხუმრობის გუნებაზე ვარ, ეგ კი არა, კუბოში რომ მნახონ, იტყვიან, “კოსტაია” ხუმრობსო.

სუხიშვილისა და რამიშვილის მოცეკვავეთა ლეგენდარული ანსამბლის სოლისტებს, გიზო ბერაძესა და ომარ მხეიძეს, ოპერაციები თითქმის ერთდროულად გაუკეთეს – ერთს ყურის, მეორეს კი ყელის. სამწუხაროდ არცთუ შედეგიანად. ერთ-ერთ ოჯახში დიდ წვეულებაზე ორივე ერთად იჯდა სუფრასთან, შუა ქეიფში კარზე ზარის ხმა გაისმა, დიასახლისი დერეფანში გავიდა და ცოტა ხანში სახემღიმარი დაბრუნდა:

– ჩვენ ერთი საამაყო სტუმარი გვეწვია, რომელსაც იმედია, წარდგენა არ სჭირდება, რადგან დარწმუნებული ვარ, მას ყველა იცნობთ, – წარმოთქვა ამაყად და ოთახში მაღალი, სიმპათიური მამაკაცი შემოიყვანა.

– რა თქმა უნდა, ვიცნობთ, ამ ქირურგმა მე დამამუნჯა, ომარი კი დააყრუა – წამოიძახა დასუსტებული ხმით გიზო ბერაძემ.

რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ერთხელ კანის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსენა, რომელზეც “ბურთი და მოედანი” უჩვენეს. რეზო ჩხეიძის გვერდით, ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან გაბენი მჯდარა. აღფრთოვანებულს ჩუმად გადაულაპარაკია მისთვის: “ ეს რა გენიოსი გყოლიათო”. ჟან გაბენის ამგვარი შეფასება ყველა მსახიობისათვის დიდი პატივი იყო.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026

თბილისში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

პარლამენტის წინ აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სინკარზე” შემდგარი იმედები _  ვის აბარია ხიდი ბუკნარში?

20:10; 18.02.2026
საზოგადოება

ეფექტურია თუ არა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა სოფლის პრობლემების გადასაჭრელად

19:49; 18.02.2026
პოლიტიკა

ყოფილმა ვიცე-პრემიერმა საქართველო დატოვა

19:23; 18.02.2026
სამართალი

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18:53; 18.02.2026
საზოგადოება

რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა _ ინფორმაციასთან წვდომა მერიისთვისაც შეზღუდულია?!

18:44; 18.02.2026
პოლიტიკა

კახა გულედანი: ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, რომელიც გაზრდის დეცენტრალიზაციას

18:16; 18.02.2026
პოლიტიკა

სო­ზარ სუ­ბა­რი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის

18:14; 18.02.2026
სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა

18:09; 18.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება- სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

18:05; 18.02.2026
პოლიტიკა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

17:53; 18.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:51; 18.02.2026
სამართალი

სასამართლო პროცესის პარალელურად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს

17:22; 18.02.2026
სამართალი

ელისო კილაძე რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაიყვანეს – ადვოკატი

17:14; 18.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ

16:57; 18.02.2026
პოლიტიკა

“სამინისტროს გაყოფის ერთ-ერთი მიზეზია”- რას აცხადებს კახა გულედანი

16:34; 18.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026
0

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო