სამხრეთ კორეის დედაქალაქის მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელის შეშლისა და ზარალის მიყენებისთვის ,,სარანგ ჯეილის ეკლესიისგან“ 4.6 მილიარდ უინს(4 მილიონ აშშ დოლარი) გადახდას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას globalnews ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სეულის მთავრობა სარჩელს შეიტანს ,,სარანგ ჯეილის ეკლესიის“ და მისი ლიდერის, იუნ კვანგ-ჰუნი- ის წინააღმდეგ, რადგან ეკლესია არ ემორჩილებოდა სოციალური დისტანციის რეგულაციებს, ხელს უშლიდა ტესტირებისა და კონტაქტების გამოვლენის პროცედურებს, ასევე ,,სარანგ ჯეილის ეკლესია“ დედაქალაქის ხელისუფლებას, მრევილის შესახებ ზუსტ სიებს არ აწვდის, რაც covid-19 – ის წინააღმდეგ ბრძოლას ართულებს.
როგორც globalnews წერს, ეკლესიაში, კორონავირუსის ახალი ტალღა მას შემდეგ გაჩნდა, როცა მრევლმა, აგვისტოში, სეულის ცენტრში მასშტაბური საპროტესო აქცია გამართა. აღნიშნული ეპიდაფეთქება დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს კლასტერად იქცა.
გამოცემის ინფორმაციით, სეულის ხელისუფლების შეფასებით, ახალმა კლასტერმა ქვეყანას 13.1 მილიარდი ვონის( 11,3 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ზარალი მიაყენა, საიდანაც დედაქალაქისთვის მიყენებული ზარალი 4.6 მილიარს ვონს შეადგენს.
,,სარანგ ჯეილის ეკლესიის“ წინააღმდეგ სასამართლოში, სარჩელის შეტანას, ასევე აპირებს ეროვნული სამედიცინო სადაზღვეო სამსახურიც.