დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის სასაფლაოზე რუსებმა, თითქმის 30 000 ოკუპანტი დაკრძალეს. რუსები ქალაქს იყენებენ, როგორც ოკუპანტების, ბოევიკებისა და მობილიზებული ადამიანების დასამარხად, რომლებმაც ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები სამხრეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს. – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოკუპანტებმა შეიმუშავეს პრაქტიკა, რომ ცხედრები ბრძოლის ველიდან არ გაჰყავთ ამიტომ, ისინი დაკრძალულია ყირიმში ან ბრძოლის წინა ხაზზე მდებარე დასახლებებში.
როგორც მედია წერს, რუსებმა სევასტოპოლში სახლებიდან ასობით კილომეტრში, სამხედროები, წვევამდელები, ბოევიკები და დონბასიდან მობილიზებულები დამარხეს. ამ ტენდენციას კი დღემდე აგრძელებენ.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებული ოკუპანტების ნაწილი ბელარუსის გომელში, რუსეთში კურსკსა და ბელგოროდში დაკრძალეს. სამხრეთის კოლოსალურმა დანაკარგებმა კი ოკუპანტები აიძულა კიდევ ერთი სამარხი გაეთხარათ.