“1 ოქტომბერს, 2017 წელს,ქალაქ სევასტოპოლის სოფელ ობორონნოეში მშენებლობის დროს აღმოჩენილი იქნა წითელი არმიის ჯარისკაცის (კრასნოარმეიცის) ნეშტი. იქვე აღმოჩენილია ჯარისკაცის მედალიონი. საბედნიეროდ, მედალიონი კარგად არის შენახული და მოხერხდა კიდევ ერთი “სამშობლოს დამცველის” ვინაობის დადგენა:
მახარაძე კვიროსი სინაის ძე 1922 (1921) ნაღობილევი, მერიის სადგური, მახარაძეს რაიონი. მამა: მახარაძე სინაი. გაწვეულია 13.08.1941 წელს მახარაძის რსკ-ს (რაიონის სამხედრო კომისარიატის) მიერ. შავი ზღვის ფლოტის მე-7 საზღვო ბრიგადის “კრასნოფლოტეცი” . დაიკარგა ბრძოლების დროს სევასტოპოლში 29.10.1941 – 11.08.1941” _ ეს შეტყობინება “გურია ნიუსმა” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიიღო.
შეტყობინების ავტორები ჯარისკაცის ნათესავებს ეძებენ და ძებნიის კოორდინატებსაც გვიგზავნიან:
“ქალაქ სევასტოპოლის “АЗИМУТ” საძიებო დანაყოფის მეთაური, ნევაჟინ სერგეი ალექსანდრეს ძე, +79780275342, crimea-front@yandex.ru, skype: project-nomad , icq: 268 154″