„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სევდია უგრეხელიძე სენაკში საკრებულოს წევრობის კანდიდატი ამავე პარტიის სიით იქნება.
ინფორმაცია „გურია ნიუსს“ უგრეხელიძემ თავადვე დაუდასტურა.
„კი, ვადასტურებ ინფორმაციას…. თუ ცესკომ არ ამომაგდო და არ დამბლოკა, ვიქნები, რა თქმა უნდა“, _ ამბობს უგრეხელიძე.
შეგახსენებთ, რომ უგრეხელიძე 2013 წლის 22 დეკემბრიდან 2014 წლის 2 აგვისტომდე თბილისის მერის მოვალეობას ასრულებდა. შემდეგ კვლავ საკრებულოს წევრი გახდა ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
[sexy_author_bio]