https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სეზონის ულტიმატუმი: “არასდროს ჩაიბარონ თხილი გატეხვის სამარცხვინო მეთოდით”

10:09; 25.08.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეისთვის ოზურგეთში თხილის ფასი საკმაოდ მაღალია _ ერთ კილოგრამ “გულშიშველას” 3,50 ლარად, ხოლო “ბერძნულას”, ზოგადად, კარგი თხილის სახელით ცნობილ ჯიშებს კი, ერთ კილოგრამს 3,70 ლარად იბარებენ.

ამასთანავე, ფასი ცოტათი, მაგრამ ყოველ კვირაში მატულობს. რაც მთავარია, ამ სეზონის სასიკეთო ცვლილება არის ის, რომ არ ტეხენ და თხილის თითო საღი გულის მიხედვით არ ევაჭრებიან მშრომელ ადამიანებს საბოლოო ფასის დასადგენად. ასევე, არ მომხდარა ფერისცვალების დღესასწაულისთვის ფასის დაკლება. ხალხი იმედოვნებს, რომ მარიამობის დღესასწაულის წინ თუ სწავლის დაწყებისას, სექტემბერში, არ დააგდებენ ფასს, როგორც ეს ხდებოდა გასული წლების განმავლობაში და ჩვეულებრივ მაფიოზურ ქმედებად მიიჩნევდა მოსახლეობა.

თხილის ფასი ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, როგორც რიგით ადამიანებს, ისე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შორის.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2022 წლიდან, საქართველოში ერთი კილოგრამი გარჩეული თხილის ფასი 14,80 ლარიდან 13,18 ლარამდე მერყეობდა. ერთ ტონაზე საშუალო ფასი, როგორც თბილისში, ისე ბათუმში 14783, 95 ლარი იყო. უმნიშვნელო ცვლილებები იყო მომდევნო წელს.

ახლა, კი 2024 წლის თხილის სეზონის თავისებურება, როგორც ვთქვით, ერთი დადებითი ფაქტორით გამოიხატა _ ფასის ხელოვნური დაწევა დღეჩაგდებით, რაც გლეხისგან იაფად შესყიდვაზე იყო გათვლილი, არ ხდება.

_ ბაზარზე რაც ღირს თხილი, იმის ნახევარსაც არავინ გვიხდის. ახლა კი გახარებულები იმიტომ ვართ, აგვისტო მთავრდება და არ მომხდარა ფასების გდება, გატეხვა და გულების თვლა _ ეს ყველაზე სამარცხვინო მეთოდი. ხარისხის შემოწმება სხვანაირად არ შეიძლება? წელს ასეთი მიდგომა _ რომ არ ტეხენ, უფრო ეშმაკობა გვგონია. ორ თვეში არჩევნებია და ხალხის უკმაყოფილება არ სურთ. დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ასეა. ამიტომ, როგორც კი საარჩევნო აქტივობა დაიწყება, 26 აგვისტოს შემდეგ, ჩვენ მოვითხოვთ კატეგორიულად, რომ თხილის საქმეს მიხედონ და არასდროს დააწესონ ეს სამარცხვინო გატეხვის მეთოდი. ხარისხის შემოწმება შესაძლებელია ისე, რომ ადამიანს გული არ მოუკლა და ნაჭუჭის ფასზე ნაკლებად არ წაგლიჯო მისი ლუკმის ფული, _ გვეუბნება რიგითი მოქალაქე ნატა ზარანდია, რომელმაც დილაადრიანად თხილი 3,50 ლარად ჩააბარა, ერთი კილოგრამი. თან უხაროდა და თან ბრაზობდა, ყოველ წელს რომ გვაწვალებენ, ასეც ხომ შეძლებულაო.

_ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე თხილის კულტურას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, გნებავთ სოკოვანი დაავადებების სახით თუ მავნებლების გამოჩენით, ყველაზე დიდი საფრთხე მაინც ის ხალხია, ვინც რიგითი მოქალაქისგან თხილის შესყიდვას უცნაური, პრიმიტიული ხერხებით ცდილობს _ არის ჩაქუჩების ტრიალი და თხილის გულის თვლა. ეს ჩვენ გვაზარალებს მხოლოდ. გასული წლის ამბავს გავიხსენებ _ ჩამოვიტანე 20 კილოგრამი თხილი. მივედი ერთგან, გატეხეს ათი ცალი, 4 აღმოჩნდა ვარგისი. გული მეტკინა _ გადავყევი, შევწამლე, კარგად გავარჩიე. წავიღე სხვა მიმღებ პუნქტში. გატეხეს იქაც და ცხრა ცალი საუკეთესო იყო! ის ერთიც ცოტა მომჭკნარი, მაგრამ დამპალი ნამდვილად არ იყო. მერე მეხვეწა მიმღებმა, 4 ლარს გადაგიხდი კილოგრამშიო, მეტის შანსი არ მაქვსო. ანუ დათქმულ 50 თეთრსაც არ მაძლევდა. ეს საქმეა? _ გვიამბობს ლიხაურელი მანანა სალუქვაძე.

თხილის პლანტაციების მფლობელები ამბობენ იმასაც, რომ წელს მთელი ზაფხული, განსაკუთრებით, ივლისი და აგვისტო, მაღალი ტემპერატურით ხასიათდება, თითქმის არაა წვიმები და თხილიც ნაკლებად დალპა. თუმცა, ფასის ყოველდღიური ცვლა რომ არ ხდება და გატეხვის მეთოდიც, ასე ვთქვათ, იგნორირებულია ამ სეზონზე, ხალხს უხარია.

თხილის ბაზარზე კეთდება ერთი ასეთი ფორმულირებაც _ შარშანდელი მოსავლის წლევანდელში შერევა იკრძალება. თუმცა, ზოგი ამას ახერხებს და ვერც გაუმტყუნებ. არიან ადამიანები, რომლებმაც საუკეთესო ხარისხის თხილი გადაინახეს, თუმცა, ფასი მოგვიანებით უფრო დაეცა.

_ უმაღლესი ხარისხის თხილი მქონდა შარშან, შევინახე. ვფიქრობდი, რომ ფასი მოიმატებს–თქო. თუმცა, 2024 წლის გაზაფხულზე, ახლა, მარტში ერთი კილოგრამი სამ ლარად ჩავაბარე. ეს ჩემთვის სუფთა ზარალი იყო, რადგან გარდა შხამ–ქიმიკატებისა თუ სასუქისა, თხილის მოსაკრეფად და დასარჩევად გაღებული თანხა, გაუტოლდა ამ ფასს. როცა თვითღირებულება საბაზრო ფასს უტოლდება, რა აზრი აქვს შრომას? _ გვეუბნება აგრონომი და ფერმერი აკაკი ღლონტი. ის აქვე აღნიშნავს, რომ წლევანდელი ფასი ბევრად უკეთესია. ასევე მიესალმება თხილის წესიერად, რაღაც გათვლების გარეშე მიღებას-ჩაბარებას.

თხილის ფასი საქართველოსა და თურქეთში ერთმანეთთან თანხვედრაში არასდროს არის.

თურქეთის სახელმწიფო ორგანიზაცია TMO, რომელიც თხილის უდიდესი შემსყიდველია, ოფიციალურ შესყიდვებს, უმეტესად 20 აგვისტოს შემდეგ იწყებს. თხილის ფასის განსაზღვრა 50%-იანი გამოსავლიანობით ხდება. ფასი პროპორციულად იზრდება ან კლებულობს გულის გამოსავლიანობის შესაბამისად. TMO მკაცრად განსაზღვრავს შესასყიდი თხილის ხარისხის მაქსიმალურ მოთხოვნებს _ ეს არის ტენის შემცველობა, არაუმეტეს 6,5%. გულის გამოსავლიანობა, არანაკლებ 40%. ვიზუალური სიდამპლე, არაუმეტეს 3%. უცხო სხეულების, არაუმეტეს 1%.,

ახლა საქართველოში თხილის ფასი, როგორც ვთქვით, 3,50 ლარის ფარგლებში მერყეობს. ხარისხიანი თხილის კი, ცოტა მეტია. გულის გამოსავლიანობით თურქული თხილი პროცენტულად უსწრებს ქართულს. ტენიანობა კი ნახევარჯერ უფრო დაბალია. ამიტომ, როცა ჩვენი ფერმერები თურქულ ფასებს იშველიებენ, მათ თხილის მიმღებ პუნქტებში შეახსენებენ იმასაც, რომ ხარისხი საქართველოში გაცილებით დაბალია და ვერ მოხდება ერთნაირი ფასის გადახდა.

_ როგორც არ უნდა იყოს, თხილის ფასი ისე არ უნდა დააგდო, რომ ნაჭუჭის ფასი იყოს უფრო მაღალი! ეს სირცხვილია, ხალხი ცოდვაა. გასულ წელს ერთი ლარი და ლარნახევარი, ან ორი ლარი ღირდა. ძირითადად, ერთი კილოგრამი თხილი. წელს ამინდებმაც ხელი შეუწყო, არ წვიმს, სიცხეებია. სოკოვანმა ბაქტერიებმა ვერ მოიკიდა ფეხი და შედარებით ხარისხიანია პროდუქცია. ისეა თუ ასე, თხილის ფასი უნდა იყოს ნაჭუჭის ფასზე მაღალი! არ უნდა დაამცირო ამ დონეზე მშრომელი ადამიანი. ამ საქმეს მიხედვა უნდა და დაგვიანებულია, თუმცა, გვიანაც შეიძლება საქმის მიხედვა, _ გვეუბნება ფერმერი ელდარ თავაძე.

_ 25 წელია, გადავყევით თხილის გაშენება–მოვლა–მოყვანას. სამიოდე წელი თუ მახსოვს, როცა წესიერი და მისაღები ფასი ჰქონდა. მერე სულ უკან წავიდა საქმე. როგორი უხარისხოც უნდა იყოს თხილი, რანაირად შეიძლება, ფასი ყოველდღე ცვალო? ხან კვირაში სამჯერ? ან ყოველი დღესასწაულის წინ? რაც წინა წლების განმავლობაში ხდებოდა. ეს ხომ ღია “ჩალიჩია“, მაფიაც არ ჰქვია, მაფიოზიც არ იკადრებს თხილის ფასი ნაჭუჭის ფასთან გატოლებას. წელს ცოტა ამოვისუნთქეთ. მოსავალიც კარგია. გატეხვის მეთოდს, როგორც ბევრი ამბობს, არ იყენებენ იმიტომ, რომ საარჩევნო წელია და ხალხის უკმაყოფილებას ერიდებიან ორიოდე თვით ადრე, თორემ , მომდევნო წელს ნახავთო… ვინ იცის, იქნებ, სწორია ან იქნებ არაა სიმართლე. მთავარი ისაა, რომ ჭორ–მართლის დევნა მაშინ დასრულდება, როცა ელემენტარულ ადამიანობას გამოიჩენენ, ჩაქუჩით არ ჩახტებიან ტომარაში. ყველა ჯურის, ბოდიში და ძაღლი თუ მამაძაღლი ერთად არ ეცდება ჩვენს ზურგზე “ფულის კეთებას“. მოვითხოვთ, გატეხვის მეთოდი მაინც აღარ იქნეს დაშვებული და მოიფიქრონ უფრო დელიკატური, მისაღები ფორმა თხილის ხარისხის დასადგენად. თუ ამის თავი არ აქვთ, ჩვენ შევთავაზებთ _ აგერ ხართ ჟურნალისტები და დავსხდეთ, ვისაუბროთ. გეტყვით, რა უფრო უმჯობესია და ვნახოთ, მერე, რა არგუმენტები ექნებათ, _ გაბრაზებული გვესაუბრებიან თხილის პლანტაციების მფლობელები: აკაკი ლომჯარია, ჯუმბერ სურგულაძე, ნუცა თავაძე, შოთა ბოლქვაძე, როლანდი სალუქვაძე…

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

თხილის ფასი
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

17:12; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11 თებერვალი, 2026

"არ იმსახურებს აკეთის თემი ამ დამოკიდებულებას!"

თორნიკე თურმანიძე: "ცივილიზებული სამყაროს ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია სულ სხვა გზა"

ყველა სიახლე

ფინანსები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

17:51; 11.02.2026
სამართალი

“ორ დაზარალებულს ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა”-ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17:39; 11.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

17:12; 11.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა

15:39; 11.02.2026
პოლიტიკა

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესიდან ადვოკატი გააძევეს

15:27; 11.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

15:00; 11.02.2026
საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11.02.2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11.02.2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11.02.2026
სამართალი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:15; 11.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება

13:25; 11.02.2026
სამართალი

ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი ადასტურებს, რომ პროკურატურის კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფია

13:02; 11.02.2026
საზოგადოება

ვის შეუწყდება მუნიციპალიტეტისგან ქირა

12:45; 11.02.2026
საზოგადოება

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:37; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
0

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო