არავის უნდა მივცეთ უფლება, ეს მუხტი ჩაქრეს. შაბათს, დღის 3 საათზე უნდა გადაივსოს ეს ადგილი, პარლამენტის წინ ისევ შევიკრიბოთ და მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი პროტესტი. “- თქვა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, ის ვერ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ შაბათამდე პარლამენტის წინ დარჩნენ.
“მე პირადად და ჩემი კოლეგები აქ დავრჩებით. აქ რჩებიან ახალგაზრდები და მათ ვერ მივატოვებთ. ერთი ვნახოთ ახლა, რას მოიქმედებს ახალგაზრდების წინააღმდეგ ეს რეჟიმი.“ – თქვა ნიკა მელიამ.